კახეთში თოვლია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთის ზოგიერთ რაიონში თოვლია მოსალოდნელი.

უწყების ინფორმაციით ითოვებს ლაგოდეხში სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში -3 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი თელავში. აქ დღის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -4 გრადუსია მოსალოდნელი. მცირედ მოღრუბლული დღეა ნავარაუდები გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +2 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. -1 გრადუსია და თოვაა მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი -3 გრადუსი იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თოვლი / კახეთი /