გურჯაანში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ორი დღის მონაცემებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მათთან ჩატარებული ტესტების შედეგად ვირუსი 7 ადამიანს დაუდასტურდა, ჯეოჰოსპიტალსში- 25, ხოლო კახეთი-იონში 2 პაციენტს. ყველაზე მეტი შემთხვევა მუნიციპალიტეტის მასშტაბით სოფელ ვეჯინში, კაჭრეთსა და ჩუმლაყში დაფიქსირდა.

| Print |
FaceBook Twitter Google