სოფელ იყალთოში ენერგოეფექტური საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია სრულდება
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და ევროკავშირის მიერაა დაფინასნებული.
მიმდინარე პროექტს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შიოშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერი, შოთა ნარეკლიშვილი ადგილზე გაეცნენ.

პროექტი საბავშვო ბაღის შენობის თბო- მოდერნიზაციასთან ერთად, განახლებადი ენერგიის მიწოდების ჯაჭვის შექმნას მოიცავს, რაც შენობის გათბობის უზრუნველსაყოფად სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების გამოყენებას გულისხმობს (ვენახის ნასხლავი).

სოფელ იყალთოს საბავშვო ბაღი პირველი ენერგოეფექტური ბაღი იქნება მუნიციპალიტეტის მასშტაბით. პროექტის ჯამური ღირებულება 822 281 ლარს შეადგენს.

| Print |
FaceBook Twitter Google