საგარეჯოში ორი ავტომობილი და მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა
ქალაქ საგარეჯოში,  ცენტრალურ მაგისტრალზე, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი და ერთი მიკროავტობუსი შეეჯახა. შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა და ის რუსთავში მდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სავარაუდოდ, ავარიის გამომწვევი მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა, ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,  მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვეას გულისხმობს. 


| Print |
FaceBook Twitter Google