ქვემო ხოდაშენში საცხოვრებელი სახლი იწვის
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში საცხოვრებელი სახლი იწვის. ადგილზე ხუთი სახანძრო- სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული.
როგორც speqtri.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს,  ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და ახლა სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
| Print |
FaceBook Twitter Google