კორონავირუსის 1137 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 137 ადამიანს დაუდასტურდა, 1 179 კი გამოჯანმრთელდა.

მისივე თქმით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 17 019 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 9 840 ანტიგენის ტესტით და 7 179 PCR ტესტით. საქართველოში კორონავირუსის 251 071 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 238 101. გარდაიცვალა 2 998 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია 478, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 3 576. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 543 მოქალაქე.

| Print |
FaceBook Twitter Google