კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის
მოვალეობის შემსრულებლის, ირაკლი შიოშვილის ხელმძღვანელობით
COVID-19-ის მართვასთან დაკავშირებით, მორიგი სამუშაო შეხვედრა
გაიმართა.
შეხვედრა დისტანციურ რეჟიმში წარიმართა. მას კახეთის
მუნიციპალიტეტების მერები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებისა და
იმუნიზაციის პროცესში ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლები
ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრაზე COVID-19-ის ვაქცინაციის ეროვნული გეგმის
განხორციელებისთვის რეგიონში არსებული მზაობა განიხილეს და
ვაქცინაციის პროცესის წარმართვის შესახებ იმსჯელეს.
დისტანციურ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს - დაავადებათა
კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის
ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ და ამერიკაში მოღვაწე თელაველმა
ექიმმა, დავით მრელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები