ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 219 კოვიდინფიცირებული იმყოფება
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 137 ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი ისევ თბილისში დაფიქსირდა.

რეგიონების მიხედვით კი ეპირსიტუაცია ასე გამოიყურება: თბილისი 477 შემთხვევა, აჭარა - 64, იმერეთი - 164, ქვემო ქართლი - 65, შიდა ქართლი - 85, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 118, კახეთი - 95, მცხეთა-მთიანეთი - 27, სამცხე-ჯავახეთი -18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 946, მძიმე პაციენტია 735 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 219 პირი, 534 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 5 934 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 536 ადამიანი,თვითიზოლაციაში იმყოფება 20 813 პირი.

| Print |
FaceBook Twitter Google