საგარეჯოში მიწის სისტემური რეგისტრაცია ხორციელდება
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიწის სისტემური რეგისტრაციის ახალი ეტაპი დაიწყო.
სააგენტოს ინფორმაციით, პირველ ფაზაში პროექტის საველე საკადასტრო აზომვითი სამუშაოები განხორციელდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში:

- ქალაქი საგარეჯო;
- ნინოწმინდა;
-წყაროსთავი;
- გიორგიწმინდა;
- დუზაგრამა;
- იორმუღანლო;
- ლამბალო;
-თულარი;
-ყანდაურა;
- შიბლიანი.

პროექტი მოსახლეობას საშუალებას მისცემს დაირეგისტრირონ კუთვნილი მიწის ნაკვეთი მარტივად, ყოველგვარი დანახარჯის გარეშე.

პროექტის ფარგლებში უფასოა ყველა სახის სარეგისტრაციო მომსახურება: 

- უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიება და სისტემატიზება;

-საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მომზადება;

-საკადასტრო მონაცემების ცვლილება;

-საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია;

- საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დაზუსტება;

-ნოტარიუსის მიერ მხარეთა ხელმოწერების დამოწმება, დავების გადაწყვეტა (მედიაცია);

-თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება;
| Print |
FaceBook Twitter Google