კორონავირუსის 903 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 903 ადამიანს დაუდასტურდა, 636 კი გამოჯანმრთელდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 14 827 ტესტი ჩატარდა.  ამ ეტაპზე საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 523 ადამიანი, თვითიზოლაციაშია 20 231 პირი.
შეგახსენებთ, რომ ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

| Print |
FaceBook Twitter Google