საქართველოში კიდევ 16 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, საქართველოში 16 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 253 816 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 243 396. გარდაიცვალა 3 071 პაციენტი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

| Print |
FaceBook Twitter Google