კახეთში ღამით ყინვა -4 გრადუსამდე დაიკლებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში შედარებით თბილი, მზიანი ამინდია მოსალოდნელი.
უწყების ინფორმაციით, მზიანი ამინდია იქნება გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი თელავში. აქ დღის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -5 გრადუსია მოსალოდნელი. +7 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი -4 გრადუსი იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / ყინვა /