პედაგოგების ვაქცინაციის დროს, უპირატესობა მე-4 კლასამდე პერსონალს მიენიჭება
საქართველოს მთავრობამ პრემიერ გიორგი გახარიას ხელმოწერით ქვეყანაში COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა. გეგმის მიხედვით, სკოლების და ბაღების პერსონალის ვაქცინაცია გეგმის მე-2 ფაზაში მოხდება და ის ნებაყოფლობითი იქნება.

„ესენციურ სერვისების ფუნქციონირება უაღრესად მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის, უსაფრთხოებისა და განათლების პროცესის წარმართვისთვის. ჯანდაცვის სისტემაზე პერსონალის დაავადებით გამოწვეული ტვირთის მოხსნა შესაძლებელი იქნება Iა ფაზაში ჩატარებული აცრებით. სხვა ესენციურ სერვისების ოპერირებაში ჩართული პერსონალის მოცვა მოხდება II და III ფაზებში.

ესენციურ სერვისებს განეკუთვნება:
შინაგან საქმეთა სამინისტროს წინა ხაზის პერსონალი (მ.შ. სანგაგებო სიტუაციების მართვის სამსახური) ;თავდაცვის სამინისტრო (ჯარი) ;შორეული გადაზიდვის ოპერატორები (მძღოლები, საზღვაო /საჰაერო/ სარგინიგზო გადაზიდვებში ჩართული პირები); აფთიაქების წინა ხაზის პერსონალი;
ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მომსახურე პერსონალი (ბაგა-ბაღები) და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლები და მომსახურე პერსონალი (საჭიროების შემთხვევაში პრიორიტეტიზაცია მე-4 კლასამდე და შემდგომ მაღალი კლასის პერსონალი);
საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები (მძღოლი, მემანქანე, კონდუქტორი, კონტროლიორი); ტაქსის და სამარშრუტო ტაქსის მძღოლები III ფაზაშიჩატარდება სხვა მომატებული რისკის მქონე ჯგუფების ვაქცინაცია (პატიმრები/ მსჯავრდებულები, იმავე მიდგომით როგორც მოსახლეობის ასაკობრივი ჯგუფები მათ შორის ქრ. მდგომარეობის მქონე, და მათთან უშუალო შეხებაში მყოფი პირები; მაღაროელები)“, – ნათქვამია დოკუმენტში.

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მყარი მტკიცებულებების არარსებობის გამო, COVID-19-ის ასაცრელ ჯგუფებში არ განიხილებიან ორსულები და ბავშვები 16-წლამდე.

შეგახსენებთ, რომ დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში COVID-19 დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებელმა 5 834 / 100 000 მოსახლეზე შეადგინა, ხოლო დაინფიცირებული მოსახლეობის შეფასებითი მაჩვენებელი 15%-ია. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 89%-ია, ხოლო ლეტალობა 1%.

| Print |
FaceBook Twitter Google