როგორ ემზადებიან გურჯაანის სკოლები სასწავლო პროცესისთვის
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 25 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი პირველი თებერვლიდან განახლდება. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის განმარტებით, სკოლებში ყველა რეკომენდაცია იქნება დაცული.

„ვემზადებით იმისთვის, რომ პირველი თებერვლიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდეს. ამისათვის სკოლები ასრულებენ ყველა იმ რეკომენდაციას რომელიც განათლების სამინისტროს მიერ თავის დროზე გამოსცა. მიდის სადეზინფექციო სამუშაოები, საკლასო ოთახებში კიდევ ერთხელ მოწმდება სანიტაიზერების მდგომარეობა, მოვიდა დამატებით სადეზინფექციო საშუალებები, პორბადეები რომლებსაც პირველ თებერვლამდე ყველა სკოლას გავუნაწილებთ. სასწავლო პროცესის თანმდევი იქნება თერმოსკრინინგი, ნაკადის რეგულირება. ყველა ის აუცილებელი პირობა, რომელიც გულისხმობს უსაფრთხო გარემოს შექმნას აუცილებლად დაცული იქნება. “

მისივე თქმით, უკვე მიმდინარეობს წინასწარ პედაგოგების სწრაფი და პისიარ ტესტებით შემოწმება.

| Print |
FaceBook Twitter Google