კახეთში კორონავირუსით კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა
კახეთში კორონავირუსის დიაგნოზით, კიდევ ოთხი პაციენტი  გარდაიცვალა.
80 წლის საგარეჯოს მკვიდრი ქალი, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში მცხოვრები 77 წლის ქალბატონი, სოფელ კურდღელაურში მცხოვრები 86 წლის ხანდაზმული ქალი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანის მკვიდრი 74 წლის პენსიონერი.

კოვიდინფიცირებულები მკურნალობის კურსს თელავის და საგარეჯოს კოვიდკლინებში გადიოდნენ.

| Print |
FaceBook Twitter Google