ავტომანქანებზე ძველი სანომრე ნიშნების შეცვლის ვადა გახანგრძლივდა
მომსახურეობის სააგენტოს ინფორმაციით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ძველი (სამციფრიანი) სანომრე ნიშნების ახლით გამოცვლის ბოლო ვადა 31 მარტია. ძველი სანომრე ნიშნების გამოყენებას იურიდიული ძალა მძღოლებს გასული წლის პირველ სექტემბრამდე ჰქონდათ, თუმცა ვადა გახანგრძლივდა.

სანომრე ნიშნების შესაცვლელად სტანდარტული მომსახურება 72 ლარია, ხოლო ფასიანი ნომრის შემთხვევაში თანხა 150–დან 10 000 ლარის ფარგლებში მერყეობს.
• ფასიანი (ძველი) ნომრების გამოცვლის შემთხვევაში თუ მოქალაქე გადაცვლის იგივე ფასის მქონე ნომერში, მაშინ ეს პროცედურა ჯამში 72 ლარი დაუჯდება (ფასში შედის ბანკის საკომისიო, ტექპასპორტის შეცვლა და ნომრის ბეჭდვა).
• უფრო მაღალფასიან ნომერში გადაცვლის შემთხვევაში კი მოქალაქე იხდის ფასის სხვაობას ძველ და ახალ ნომერს შორის და ამატებს 36 ლარს, რომელიც ტექპასპორტის შეცვლის საფასურს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით, ყველა სახის შეზღუდული სერვისი 1-ლი თებერვლიდან განაგრძობს ფუნქციონირებას.
მოქალაქეები 1-ლი თებერვლიდან შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებზე გასვლას.


| Print |
FaceBook Twitter Google