კალაურის სკოლის რეაბილიტაციაზე ოთხი მილიონი ლარი დაიხარჯება
სოფელ კალაურში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის განმარტებით, ამ დროისთვის უკვე დასრულდა საძირკვლის გამაგრებითი სამუშაოები და გამოიცვალა კარ-ფანჯრები.

„პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სასწავლო კაბინეტების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვა. ამ დროისთვის პირველ სართულზე უკვე დასრულდა ბეტონის დაგება, ასევე გაკეთდა ელექტრომოწყობილობა და დამონტაჟდა გათბობის სისტემა. თუ სამუშაო ამ ტემპით გაგრძელდა ვფიქრობთ, რომ ახალი სასწავლო წლიდან ბავშვები რეაბილიტირებულ სკოლაში გააგრძელებან სწავლას. სამინისტროში რეაბილიტაციის საკითხზე კიდევ ხუთი: სოფელ ჭანდრის, ბაკურციხის, მუკუზნის, ჯიმითის და არაშენდის სკოლების მოთხოვნაა გაგზავნილი. პასუხები უახლოეს მომავალში გვეცოდინება. “

კალაურის სკოლის რეაბილიტაციაზე 4 მილიონი ლარი დაიხარჯება.

| Print |
FaceBook Twitter Google