კორონავირუსით კიდევ 12 პაციენტი გარდაიცვალა
StopCov –ge -ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში კიდევ 12 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 255 564 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 245 527. გარდაიცვალა 3 108 პაციენტი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

| Print |
FaceBook Twitter Google