კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თანამდებობა დატოვა
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ზურაბ ბერიკაშვილმა დაკავებული თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
ბერიკაშვილი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტმენტში, ნარკოლოგიური სამმართველოს უფროსად გააგრძელებს მუშაობას . 

ბერიკაშვილი  აღნიშნულ პოსტზე 2019 წლის სექტემბერში დაინიშნა, მანანდე კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.

2016 წელს კი კონტრტერორისტული ცენტრის პირველი მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

| Print |
FaceBook Twitter Google