კახეთში ჰაერის ტემპერატურა 14 გრადუსამდე გათბება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში მზიანი ამინდი იქნება. უწყების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა 14 გრადუსამდე გათბება.
მზიანი ამინდია მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +12 გრადუსს მიაღწევს, დღე მზიანი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე მზიანი ამინდია მოსალოდნელი თელავში. აქ დღის განმავლობაში +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსია მოსალოდნელი. +14 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +3 გრადუსი იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /