სოფელ შილდაში ავარიას 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ავარიას 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა.
არასრულწლოვანი  ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმების გამო მოზარდი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა.

მანქანის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა ის პოლიციამ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად მალევე დააკავა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.


| Print |
FaceBook Twitter Google