დღეს პარლამენტი ვაქცინაციის გეგმას დაამტკიცებს
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გეგმას პარლამენტი დღეს დაამტკიცებს.
„საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებების თანახმად, ვაქცინაციის პროცესში შესაძლო ზიანზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზიანი გამოწვეულია იმპორტიორის, სამედიცინო პერსონალის ან სამედიცინო დაწესებულების მიერ დაშვებული შეცდომით. პარლამენტი საკითხს დაჩქარებული წესით განიხილავს, რადგან ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანა არ შეფერხდეს.

| Print |
FaceBook Twitter Google