კორონავირუსის 723 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავასგანცხადებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 723 ადამიანს დაუდასტურდა, 932 კი გამოჯანმრთელდა.

მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით 17 850 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 10 718 ანტიგენის ტესტით და 7 132 PCR ტესტით. საქართველოში კორონავირუსის 256 287 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 246 459. გარდაიცვალა 3 127 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია 497, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 2 842. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 347 მოქალაქე.

| Print |
FaceBook Twitter Google