პარლამენტის 49 ოპოზიციონერისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე დღეს იმსჯელებენ
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, დღეს პარლამენტის 49 ოპოზიციონერი წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს. კომიტეტმა ორი დეპუტატის - შალვა ნათელაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის განცხადებები უკვე განიხილა და დასკვნას ბიუროს სხდომაზე წარადგენს.

სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება არ შეუტანიათ „გირჩსა“ და ალეკო ელისაშვილის პარტიას. ოპოზიციური სპექტრი კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია, პარალელურად კი, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მეხუთე რაუნდს ელოდება. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ლევან ხაბეიშვილისა და შალვა ნათელაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს ერთხმად დაუჭირა მხარი.

| Print |
FaceBook Twitter Google