კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 723 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 321 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით მაჩვენებელი ასე გამოიყურება: აჭარა - 33, იმერეთი - 121 , ქვემო ქართლი - 27, შიდა ქართლი - 52, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 78, კახეთი - 42, მცხეთა-მთიანეთი - 16, სამცხე-ჯავახეთი -23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 675, მძიმე პაციენტია 662 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 171 პირი, 346 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 3 559 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 538 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 17 042 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 10 718 პირი.

| Print |
FaceBook Twitter Google