კახეთის პოლიციას კახაბერ მურადაშვილი უხალმძღვანელებს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად კახაბერ მურადაშვილი დანიშნა.
კახაბერ მურადაშვილმა ზურაბ ბერიკაშვილი ჩაანაცვლა, რომელიც დირექტორის პოსტს 2019 წლის სექტემბრიდან იკავებდა. ბერიკაშვილი მუშაობას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტმენტში, ნარკოლოგიური სამმართველოს უფროსად გააგრძელებს მუშაობას.

პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი კახაბერ მურადაშვილი შსს-ს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო 2016 წლის 22 იანვრიდან დღემდე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის 15 იანვრამდე მურადაშვილი ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო, მანამდე კი – 2013 წლის დეკემბრიდან 2015 წლის ოქტომბრამდე ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. 2011-2013 წლებში ის შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა.


| Print |
FaceBook Twitter Google