გურჯაანში კიდევ რვა კოვიდინფიცირებული გამოვლინდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი დაინფიცირდა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მათთან ჩატარებული ტესტების შედეგად, ვირუსი სამ ადამიანს აღმოაჩნდა, ჯეოჰოსპიტალსში კი ხუთს. ყველაზე მეტი შემთხვევა სოფელ კაჭრეთსა და არაშენდაში დაფიქსირდა. შეგახსენებთ, რომ სულ კახეთში 42 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

| Print |
FaceBook Twitter Google