ხანმოკლე პაემნის უფლება პენიტენციურ დაწესებულებებში პირველი თებერვლიდან აღდგება
პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ბრალდებულ/მსჯავრდებულებისთვის პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ხანმოკლე პაემნის უფლება მიმდინარე წლის 1-ლი თებერვლიდან აღდგება.

„შეგახსენებთ, covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით პენიტენციურ სისტემაში მოქმედი განსაკუთრებული პირობების ფარგლებში შეზღუდვების პირველი ეტაპის მოხსნის შემდეგ ბრალდებულ/მსჯავრდებულებს ხანმოკლე პაემნით სარგებლობის შესაძლებლობა გასული წლის 25 მაისიდან ჰქონდათ, თუმცა ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე 28 ნოემბრიდან ეს უფლება კვლავ შეუჩერდათ. ამ ეტაპზე პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, მოცემული შეზღუდვა 1-ლი თებერვლიდან მოიხსნას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

| Print |
FaceBook Twitter Google