ბოლო 7 დღეში დადებითობის მაჩვენებელი 4.7%-ს შეადგენს - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის
განცხადებით, დადებითობის მაჩვენებელი ბოლო სამი თვის განმავლობაში
ყველაზე ნაკლებია - 3,5%, ბოლო 7 დღეში - 4.7%, ბოლო 14 დღეში კი
5.8%.
მისივე თქმით, სტაბილიზაციის თვალსაზრისით ბოლო 7 და 14 დღეს
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.
„ზოგადად, იანვარში არის 8%, ბოლო 30 დღის განმავლობაში - 4%“, -
აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, პიკი იყო 20 ნოემბრიდან 3
დეკემბრამდე, როდესაც ეს მაჩვენებელი 30%-ს შეადგენდა, რაც იმას
ნიშნავს, რომ ყველა მესამე გატესტილი იყო დადებითი. ინფექციის
ცირკულაცია მცირდება, რასაც შენარჩუნება სჭირდება ფრთხილი
ნაბიჯებით.“-განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსი კიდევ 669 ადამიანს
დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 637.
მასალის გამოყენების პირობები