ევროკავშირის ქვეყნებს თუ ექნებათ ვაქცინის ჭარბი დოზა, საქართველოს გადმოუნაწილებენ - ამირან გამყრელიძე
ევროკავშირის დაახლოებით 7-8 ქვეყანასთან არის შეპირება, რომ თუ მათ მეტი დოზა აქვთ შეკვეთილი ვიდრე სჭირდებათ, როდესაც მიიღებენ ჭარბ დოზებს, საქართველოს გადმოუნაწილებენ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ვაქცინა პოლიტიკურ იარაღად გადაიქცა და ჯერჯერობით ძლიერი სახელმწიფოების, დიდი შვიდეულის ხელშია.
ვაქცინებთან დაკავშირებით საქართველომ მუშაობა დაიწყო აგვისტოში, წელს გარანტირებული გვაქვს 1.4 მილიონი დოზა „კოვაქსიდან“, რომელიც წლის განმავლობაში უნდა მივიღოთ. მაგრამ, ჩვენი გეგმით, რომელიც მთავრობის მიერ არის დამტკიცებული გვჭირდება 3.9 მილიონი დოზა, რომლის მოსაპოვებლადაც ძალიან ინტენსიური, ყოველწუთიერი მუშაობა მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყანასთან და მწარმოებელთან. ევროკავშირის დაახლოებით 7-8 ქვეყანასთან არის შეპირება, რომ თუ მათ მეტი დოზა აქვთ შეკვეთილი ვიდრე სჭირდებათ, როდესაც მიიღებენ ჭარბ დოზებს, საქართველოს გადმოუნაწილებენ. სამწუხაროდ, დღეს ვაქცინა გადაიქცა პოლიტიკურ იარაღად და არის ჯერჯერობით ძლიერი სახელმწიფოების, დიდი შვიდეულის ხელში“, - აღნიშნა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google