კორონავირუსის კიდევ 676 შემთხვევა დაფიქსირდა
stopcov.ge -ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 676 ადამიანს დაუდასტურდა, 1441 კი გამოჯანმრთელდა.
უწყების ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 257 632 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 248 537, გარდაიცვალა კი 3159 პაციენტი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

| Print |
FaceBook Twitter Google