გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთის უმეტეს
რაიონებში იწვიმებს. უწყების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა 9
გრადუსამდე გათბება.
გურჯაანში, დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი
დაფიქსირდება. ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +6
გრადუსს მიაღწევს, შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ღამით კი +0 გრადუსი
დაფიქსირდება. ასევე ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი თელავში. აქ დღის
განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1 გრადუსია
მოსალოდნელი. +6 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი -1 გრადუსი
იქნება.
მასალის გამოყენების პირობები