კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა მსოფლიოში 102 მილიონს გადააჭარბა
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 102 მილიონს გადააჭარბა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 102,065,711 შემთხვევა გამოვლინდა, 2,206,336 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 56,408,774 - გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 25,929,000 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 436,678 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

| Print |
FaceBook Twitter Google