კახეთში კორონავირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა
კახეთში ბოლო 48 სააათში კორონავირუსით გარდაცვალების ორი შემთხვევა დაფიქსირდა. რეგიონში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 102- მდე გაიზარდა.

თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში ვირუსს ემსხვერპლა 71 წლის ქალი, რომელიც სოფელ იყალთოდან იყო. კოვიდით გარდაიცვალა საგარეჯოში მცხოვრები 63 წლის პენსიონერი. ის საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკაში მკურნალობდა. 

მუნიციპალიტეტების მიხედვით ეპიდემიოლოგიური სტატისტიკა ასეთია: ახმეტა-712, გურჯაანი-2368, დედოფლისწყარო -762, თელავი -2412, ლაგოდეხი - 1504, საგარეჯო -1326, სიღნაღი-772 და ყვარელი -909.


| Print |
FaceBook Twitter Google