დღეიდან რეგულარული ფრენები განახლდა
დღეიდან ქვეყანაში რეგულარული ფრენები განახლდება. ასევე, იცვლება შემოსვლის წესები, როგორც საქართველოს ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის.

ნებისმიერი ტიპის კოვიდ ვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის ქონის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას უპრობლემოდ შეძლებენ, ხოლო არა ვაქცინირებულ ვიზიტორებს საზღვარზე, ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტირების ნეგატიური პასუხის ჩვენება მოუწევთ. ქვეყანაში შემოსვლიდან მესამე დღეს კი, მათ განმეორებით PCR-ტესტის ჩატარების ვალდებულება ექნებათ.

| Print |
FaceBook Twitter Google