ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტას პარლამენტი კენჭს ხვალ უყრის
51 ოპოზიციონერი დეპუტატის საპარლამენტო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას პარლამენტი ხვალ უყრის კენჭს.

ბოლო რამდენიმე დღეა, რადიკალურმა ოპოზიციამ რევოლუციისკენ მოწოდებები კვლავ გაააქტიურა. ისინი პოზიციას არ ცვლიან და აცხადებენ, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. რევოლუციური სცენარისა და „ცხელი გაზაფხულის“ დაანონსების მიუხედავად, ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ პროტესტის მშვიდობიანი გზით გამოხატვას გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ 29 იანვარს ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლა გადაწყვიტეს. იქამდე, პარლამენტში შესვლას პარტია „ევროპელი სოციალისტები“ დათანხმდნენ.

| Print |
FaceBook Twitter Google