კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა მსოფლიოში 103 მილიონს გადააჭარბა
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 103 მილიონს გადააჭარბა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 103 018 643 შემთხვევა გამოვლინდა, 2 229 326 ადამიანი გარდაიცვალა, 57 125 432 კი გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 26 187 424 შემთხვევა გამოვლინდა, 441 331 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

| Print |
FaceBook Twitter Google