მესამე საჯარო სკოლაში მოსწავლეს ტემპერატურა დაუფიქსირდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 25-ვე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გუშინ ჩვეულ რეჟიმში განახლდა. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, დალი მინდიაშვილის განმარტებით, გუშინ დღემ კარგად ჩაიარა, თუმცა დილას ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეს დაბალი სიცხე დაუფიქსირდა.

„დღეს დილით როდესაც ბავშვებს სიცხეს უზომავდნენ, მესამე საჯარო სკოლაში მოსწავლეს 37 გრადუსი სიცხე დაუფიქსირდა. ჯერჯერობით არ ვიცით რა არის. ყველა პროცედურა ჩატარდა. ოჯახის წევრების მოსვლამდე ბავშვი გადავიყვანეთ ექიმის კაბინეტში. ბავშვი მერვე კლასელია, მეთერთმეტე კლასში სწავლობს მისი და. მშობელი რომ მოვიდა, ორივე წაიყვანა. დანარჩენს მშობელი მიხედავს. ერთი ბავშვის გამო სკოლა არ დაიხურება.“

მისივე თქმით, ყველა სკოლაში საჭირო პროცედურები რეგულაციების დაცვით ყოველდღე ტარდება.

| Print |
FaceBook Twitter Google