მანავის ციხესთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის ციხესთან მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.
პროექტი, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

სამუშაოებს კომპანია „დინ გრუპი“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 1 260 000 ლარია. სამუშაოები როგორც ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ასევე საგრანტო თანხით არის დაფინანებული.

პროექტის ფარგლებში 1 664 მეტრი სიგრძის გზა მოასფალტდება. 



| Print |
FaceBook Twitter Google