ბუნებრივი აირის გათიშვის გამო გურჯაანის რამდენიმე სკოლაში სწავლა შეწყდა
ბუნებრივი აირის შეწყვეტის გამო, დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე საჯარო სკოლამ სასწავლო პროცესი შეაჩერა.

საგანამანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის განმარტებით, სკოლის დირექცია თავად გადაწყვეტს თუ როდის აუნაზღაურდებათ მოსწავლეებს გაცდენილი საათები.
„ის სკოლები, რომლებიც გაზიფიცირებულები არიან, დღეს და ხვალ სასწავლო პროცესს შეწყვეტენ. ასეთია: ქალაქ გურჯანის პირველი, მეორე, მეოთხე სკოლა, ასევე სოფელ გურჯაანისა და ვეჯინის საჯარო სკოლები. ეროვნული სასწავლო გეგმით, სკოლას ენიჭება უფლება ფორსმაჟორულ სიტუაციაში მიიღოს გადაწყვეტილება სასწავლო პროცესის ერთი ან ორი დღით შეჩერების შესახებ. ოღონდ ეს დღეები უნდა ანაზღაურდეს სასწავლო წლის ბოლომდე.“

შეგახსენებთ, რომ სოკარ ჯორჯია გაზმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბონენეტებს შეტყობინება გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ ბუნებრივი აირის მიწოდება, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 თებერვლის 9 საათიდან, 4 თებერვლის 6 საათამდე შეწყდება.

| Print |
FaceBook Twitter Google