პანდემიის შესაჩერებლად, ერთადერთი გზა მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციაზე გადის- ამირან გამყრელიძე
დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 2 კვირაა პოზიტიური ტენდენცია გამოჩნდა და გლობალურად ყოველდღიური ახალი შემთხვევები კლებისკენ მიდის.

მან ვაქცინაციის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
„101 მილიონი ადამიანია უკვე აცრილი და ამ 101 მილიონი აცრიდან არცერთი სიკვდილი არ არის, როდესაც 104 მილიონი ინფიცირებულიდან 2, 260 000 სამწუხაროდ გარდაიცვალა. 2,1-2,2 არის გარდაცვალების პროცენტი. აქედან, მთავარი გზავნილი, რომ თუ გვინდა დავამარცხოთ და შევარჩიოთ პანდემია, ერთადერთი გზა გადის მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციაზე“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google