ბაკურციხის სკოლის პედაგოგსა და ბუღალტერს კორონავირუსი დაუდასტურდათ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის საჯარო სკოლის პედაგოგსა და ბუღალტერს კორონავირუსი დაუფიქსირდათ, რის გამოც საგანმანათლებლო დაწესებულება დღეიდან ისევ ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადავიდა.
ინფორმაცია speqtri.ge-ს რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დალი მინდიაშვილმა დაუდასტურა.

-"ორშაბათს ერთს დაუდასტუდა ვირუსი, სამშაბათს კი მეორეს. საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ რეკომენდაცია მოგვცა, რომ ხელახლა გავტესტოთ სკოლის შემადგენლობა, ამასთან ერთად, 12 დღე სასურველად მიიჩნიეს დაინიცირებულებს შემხებლობა არ ჰქონდეთ სხვებთან. სკოლა დღეიდან დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა,"- აღნიშნა დალი მინდიაშვილმა.

დაინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

| Print |
FaceBook Twitter Google