თელავის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა
თელავის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი  დაუდასტურდა. კლასი, რომელშიც ის სწავლობდა, ორი კვირის განმავლობაში დისტანციურ რეჟიმში გაივლის სასწავლო პროგრამას.
,,ეპიდკვლევა ჩატარდა აღნიშნულ სკოლაში.მასწავლებლები ყველა წესს იცავენ, ამიტომ არანაირი საშიშროება არ არსებობს ვირუსის გავრცელების,რაც შეეხება მოსწავლეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ინფიცირებული მოსწავლის კლასი ორი კვირის განმავლობაში სასწავლო პროცესს დისტანციურ რეჟიმში დაესწრება. სკოლის დახურვა არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს. ,, - განაცხადა თელავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია ჯღუთაშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google