დედოფლისწყაროელი ბიჭი, რომელსაც მოხუცებისთვის კათარზისიდან სადილი უფასოდ მიაქვს
ბიჭი, რომელიც ფოტოზეა, დედოფლისწყაროელებს ქუჩებში ალბათ ბევრჯერ შეუმჩნევიათ. ეს  ნიკა ნიკვაშვილია, რომელიც ჯერ მხოლოდ 15 წლისაა, თუმცა ერთი წელია ფულს თავისი შრომით შოულობს.
როგორც გვეუბნება, მშობლებმა ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ პროექტში გაიმარჯვეს და სწორედ ამ პროექტის ფარგლებში შეიძინეს მოპედი.  ასე შეიქმნა პირველი მიტანის სერვისი დედოფლისწყაროში, სახელად "ფლეში". სწავლისა და მუშაობის შეთავსება ადვილი სულაც არ არის, თუმცა ამას ნიკა მაინც ახერხებს.

ორი კვირაა, იმ მოხუცებისთვის, რომლებსაც უფასო სასადილოში მისვლა და საკვების მიტანა არ შეუძლიათ, საჭმელი სახლში უფასოდ მიაქვს.

-"ყველანაირად ვცდილობ, სწავლაც მოვასწრო და ეს საქმიანობაც. ეს პირველი მიტანის სერვისია დედოფლისწყაროში, ამიტომ ჯერ ხალხი რაღაცნაირად შესაჩვევია. თავიდან მუშაობა უფრო რთული იყო, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში მიჭირდა. ახლა შევეჩვიე და აღარ მეძნელება, პირიქით, ვერთობი კიდეც. სასიამოვნოა, როცა ამ ასაკში შენი შრომით შოულობ ფულს,"- ამბობს ნიკა speqtri.ge-სთან.

ეს ნიკას ნომერია - 598 634 634. დაურეკეთ მათ, ვისაც დედოფლისწყაროში ან ახლო-მახლო სოფლებში მიტანის სერვისით სარგებლობა გსურთ.





| Print |
FaceBook Twitter Google