მუნიციპალური ტრანსპორტი 8 თებერვლიდან ამუშავდება- გიორგი გახარია
მთავრობამ მუნიციპალური ტრანსპორტის ამუშავების გადაწყვეტილება მიიღო, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მუნიციპალური ტრანსპორტი 8 თებერვლიდან ამოქმედდება.
„დადებითობის მაჩვენებელი უკვე ჩამოვიდა 4%-ზე ქვემოთ, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, თამამად მაგრამ ფრთხილად გავაგრძელოთ შეზღუდვების შემსუბუქება, თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, ეს უფრო მეტი პასუხისმგებლობაა თითოეული ჩვენგანის იმისთვის, რომ წესები დავიცვათ“, - აღნიშნა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google