15 თებერვლიდან თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სასწავლო პროცესი განახლდება
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში 15 თებერვლიდან სასწავლ პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება.
„ 15 თებერვლიდან, შემდგომი ორშაბათიდან ჩვენი შვილები გააგრძელებენ სწავლას საკლასო ოთახებში, საქართველოს მასშტაბით. ეს გულისხმობს იმას, რომ თბილისში რუსთავში და ქუთაისში ბავშვები სკოლაში სასწავლო კლასებში გააგრძელებენ სწავლას, რაც არის უაღრესად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, შეზღუდვების შემსუბუქება იმ მოცემულობით არის განპირობებული, რომ კორონავირუსზე გატესტილთა დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე ქვევით ჩამოვიდა.

| Print |
FaceBook Twitter Google