საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ჯერჯერობით არ ამუშავდება
საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა ჯერჯერობით დაგეგმილი არ არის. - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მომდევნო დაახლოებით 1 კვირაში შეფასდება ეპიდემიოლოგიური ვითარება და ვირუსის გავრცელების დინამიკა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენის გადაწვეტილებას ამის მიხედვით მიიღებენ.

„ამ ეტაპზე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ფუნქიონირების აღდგენა დაგეგმილი არ არის. ჯერ ვსაუბრობთ მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენაზე. შესაბამისად, მუნიციპალური ტრანსპორტი იმოქმედებს ყველა იმ დასახლებულ პუნქტში, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი არსებობს“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google