დღეს კახეთში მზიანი ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში კვლავ მზიანი ამინდია მოსალოდნელი. უწყების ინფორმაციიტ, ჰაერის ტემპერატურა 10 -16 გრადუსამდე გათბება.
გურჯაანში ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში მზინია დღეა, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში მცირე ნალექია, დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი. +10 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +7 გრადუსი იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /