მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო არ არის
მოსწავლეების მიერ სკოლის სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო არ იქნება.
„სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულო არ არის არც ერთი კლასისთვის, თუმცა, აკრძალულიც არ არის და მოსწავლეებს შეუძლიათ ატარონ“, - აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობისა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის რუსთავში, თბილისსა და ქუთაისში სკოლები 15 თებერვლიდან მუშაობას საკლასო ოთახებში განაახლებენ.
| Print |
FaceBook Twitter Google