კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი საქართველოში 3.2%-მდე შემცირდა
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, 4 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.2%-ია.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო 14 დღის განმავლობაში, დადებითობის მაჩვენებელი 4.2% იყო, ხოლო ბოლო 7 დღის განმავლობაში - 3.75%. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 808 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 163 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 645 PCR ტესტით. 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 498 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 252 246-მდე. 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსს ჯამში 3 258 პირი ემსხვერპლა.

| Print |
FaceBook Twitter Google